ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის ძირითადი დიაგნოზი შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ტვინის დაზიანებაა

მიხეილ სააკაშვილის ძირითადი დიაგნოზი შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ტვინის დაზიანებაა, - ამის შესახებ ექიმმა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  ტვინის დაზიანების შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპზე, თუმცა სამედიცინო პერსონალმა მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. 

"ექსპერტიზის ძირითადი სამუშაო შესრულებულია, დიაგნოზები ეტაპების მიხედვით ცნობილია. ძირითადი დიაგნოზი მისი არის შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ტვინის დაზიანება. ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე, ეს გათვალისწინებული არ იქნა სამედიცინო პერსონალის მიერ. 

მთელი რიგი დანიშნულებისა და გამოკვლევისა, რომელიც დანიშნული იყო, შეგახსენებთ, საუბარია  მაგდიტორეზონანსულ კვლევაზე,  არ გაკეთდა და რაც გაკეთდა თითქმის 6 თვის დაგვიანებით.

ამ ახალმა გამოკვლევამ ნათელი შეიტანა, ზოგიერთი, მანამდე ჩვენთვის გაუგებარი სინდრომის წარმოშობაში, კერძოდ, ნანახი იქნა დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე, ნანახი იქნა ცვლილებები თავის ტვინში, რომლითაც შესაძლებელია აიხსნას მისი სიმპტომური დაზიანება", - განაცხადა  ოთარ თოიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დასკვნის ნაწილი უკვე მზადაა. დოკუმენტი საბოლოოდ სახით სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს გასაჯაროვდება. 

ალტერნატიული კომისია 6 სხვადასხვა მიმართულების ექიმისგან შედგება, მათ შორის არიან უცხოელი მედიკოსებიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები