უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 33 800 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.06-მდე: ტანკები - 1 477 (+9), ჯავშანტექნიკა - 3 588 (+11), საარტილერიო სისტემები - 749 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 238 (+3), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 98 (+0), თვითმფრინავი - 216 (+0), ვერტმფრენები - 181 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 527 (+4), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 601 (+3), სპეციალური ტექნიკა - 55 (+0), საკრუიზო რაკეტები - 130 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.