მიხეილ სააკაშვილი - ასეთი რამე გერმანელ ფაშისტებს არ მოსვლიათ თავში, თქვენს შვილიშვილებს შერცხვებათ, რომ თქვენი შთამომავლები არიან

პროკურორებმა მოითხოვეს მკურნალობის 1-2 დღით შეწყვეტა, რათა მათ შეძლონ პროცესის ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

"კარგად რომ გვესმოდეს, თუ რა დონის ადამიანურობისგან დაცლილ არსებებთან გვაქვს საქმე - ამ რამდენიმე დღის წინ პალატაში, "პროცესის ჩასატარებლად" მოსამართლემ და პროკურორებმა მომაკითხეს, რადგან სასამართლოში ვერ მივდივარ. რატომ ეჩქარებათ ასე? იმიტომ რომ არსებულ "განაჩენებზე" გადაწყვეტილებას მალე უკვე სტრასბურგი გამოიტანს და სასწრაფოდ სჭირდებათ ახალი "განაჩენები". თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შემდეგ ვინმე "ჭამს" თქვენს ახალ თაღლითობას, ძალიან ღრმად ცდებით და ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციით მალე დარწმუნდებით. 

მაგრამ ამ საავადმყოფოში შემოჭრაში ეს არ იყო მთავარი. ექიმებმა აუხსნეს "პროკურორებს", რომ მე გავდივარ მკურნალობის კურსს, რომელიც არ იძლევა საშუალებას ჩემი მხრიდან ადეკვატური ჩვენების მიცემის, რაზეც პროკურორებმა მოითხოვეს მკურნალობის 1-2 დღით შეწყვეტა, რათა მათ შეძლონ პროცესის ჩატარება.

ასეთი რამე გერმანელ ფაშისტებს არ მოსვლიათ თავში. იმ დონის სამარცხვინოები ხართ, თქვენს შვილიშვილებს შერცხვებათ, რომ თქვენი შთამომავლები არიან", - აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები