უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 34 100 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 21.06-მდე: ტანკები - 1 496 (+19), ჯავშანტექნიკა - 3 606 (+18), საარტილერიო სისტემები - 752 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 239 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 98 (+0), თვითმფრინავი - 216 (+0), ვერტმფრენები - 181 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 537 (+10), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 611 (+10), სპეციალური ტექნიკა - 59 (+4), საკრუიზო რაკეტები - 130 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.