ნიკოლოზ სამხარაძე რიგაში სამი ზღვის ევროპული ინიციატივის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ლატვიის პარლამენტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება.
 
ვიზიტის ფარგლებში,  ნიკოლოზ სამხარაძემ სამი ზღვის ინიციატივის საპარლამენტო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გამართა შეხვედრები ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ანდრის შპრუდსთან და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის წარმომადგენელთან იანის კარლსბერგსთან.
 
შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციები, ნატო-ს სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
 
„სამი ზღვის ინიციატივის საპარლამენტო ფორუმზე განვიხილეთ საქართველოს ინიციატივაში მონაწილეობის საკითხი. ეს არის ევროკავშირის 12 სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინიციატივა რომელიც ბალტიის, ადრიატიკის და შავი ზღვების ქვეყნების ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული შესაძლებლობების ზრდას ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ინიციატივაში მონაწილეობა ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები