შოთა თუთბერიძე - დოკუმენტი ჯერაც მზადების პროცესშია, თუმცა მიხეილ საააკაშვილი მზადაა მას შეუერთდეს და იყოს ერთ-ერთი ავტორი

ევროკავშირისადმი  ერთობლივი მიმართვის დოკუმენტს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი მზადაა ხელი მოაწეროს გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით შედგენილ დოკუმენტს, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იღებენ ვალდებულებას, რომ თუ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ქვეყანა ევროკომისიის მოთხოვნებს შეასრულებს. 

"ბატონი პრეზიდენტის ინიციატივას მიხეილ სააკაშვილი მიესალმება.  

პრეზიდენტი მზადაა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. დოკუმენტი ჯერაც  მზადების პროცესშია, თანხმდება სხვა ადრესატებთანაც, თუმცა მიხეილ საააკაშვილი მზადაა მას შეუერთდეს და იყოს ერთ-ერთი ავტორი. 

ბუნებრივია, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ ფასის გადახდას, რასაც იხდის, საქართველოს მთავრობის შეცდომებისთვის.  თვლის,  რომ ჩვენი ერთაერთი გზა, რომელიც დაფიქსირებულია კონსტიტუიციაში, არის მყარად არჩეული ევროპული ინტეგრაციის“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები