თამარ კორძაია - მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ მიიღო ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა და თავისი სისხლით მოიპოვა სტატუსი, ჩვენ - გვყავს ოლიგარქი

"ევროინტეგრაციის გზაზე ფლაგმანის როლში ნამდვილად არიან  საქართველოს მოქალაქეები და ამას ხედავენ ჩვენი ევროპელი მეგობრებიც და თქვეს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში ცხოვრებას“, - განაცხადა  პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

"მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ მიიღო ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა და  თავისი სისხლით  მოიპოვა სტატუსი, ჩვენ - გვყავს ოლიგარქი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი არის ეს და ჩაგვიწერეს, რომ უნდა განვახორციელოთ დეოლიგარქიზაცია.  ამიტომ მოგვექცა განსხვავებულად ევროკავშირი და  ამასთან, დაგვიტოვა კარი ღია იმიტომ, რომ ხალხი  გამოვიდა ქუჩაში  და საქართველოს მოქალაქეები აჩვენებენ, რა უნდათ. სამწუხაროდ , პარლამენტი ამას არ აკეთებს. ზიზღით კი  არ გელაპარაკებით ახლა, არამედ პრობლემების აღიარებით,  მე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი“, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები