ნიკა მელია - ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მოსაგები ბრძოლა, ეს ბრძოლა უნდა მოიგოს ხალხმა

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მოსაგები ბრძოლა, ეს ბრძოლა უნდა მოიგოს ხალხმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ახლადშექმნილ სახალხო მოძრაობაში "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი პარტიული უპირატესობის გატარებას არ შეეცდება. 

"ჩვენ კონსესუსის საფუძველზე შეჯერებული გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცნობა მოგვიწევს,  ეს ითქვა გუშინ აქციის ორგანიზატორების  მიერ.  დიდი მადლობა მათ,  ვინც ამ ყველაფერში სული და გული ჩადო.  

საკონსულტაციო ჯგუფი დაერქმევა ამას, საბჭო,  თუ ნებისმიერი სხვა სახელი, აზრი და შინაარსი იქნება ერთი, რომ საზოგადოება, ხალხი ჩაგდება ამ ბრძოლის ავანგარდში, სტუდენტური მოძრაობიდან დაწყებული, მეცნიერებით,  ჟურნალისტებით, სამოქალაქო საზოგადოების  წევრებით გაგრძელებული და პოლიტიკური ჯგუფებით დამთავრებული. 

იმდენად დიდი რამ არის მოსაპოვებელი გამარჯვების სახით, აქ როგორ შეიძლება მე, პოლიტიკოსს პარტიული ინტერესი მამოძრავებდეს?  მე მაინტერესებს მთავარი საკითხი გადაიჭრას, რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა, ტარდებოდეს არჩევნები.  

ბევრმა ეს სწორად გაიგო, შეიძლება არსებობდეს საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება რომ ამ ყველაფერში დარწმუნდეს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები