პაატა მანჯგალაძე - "ქართულმა ოცნებამ“ არათუ არაფერი გააკეთა, არამედ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ხელი შეუშალეს ამ გზაზე საქართველოს

არ ველოდები მთავრობის გადადგომას,  რადგან ისინი არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ  "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე დასვამენ კითხვებს. 

"პირველი საკითხი, რასაც პრემიერ ვკითხავთ, არის რა თქმა უნდა, თუ რატომ  ვერ შეძლო ქვეყანამ იმ მიზნების მიღწევა, რაც შეძლო უკრაინამ და მოლდოვამ. „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არაფერი გააკეთა ევროინტეგრაციისთვის, არამედ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ხელი შეუშალეს ამ გზაზე საქართველოს. ამხელა მარცხის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი მთავრობა გადადგებოდა. არ ველოდებით მთავრობის გადადგომას ღარიბაშვილის შემთხვევაში, რადგან ისინი არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, როგორიც იქნება ბიძინა ივანიშვილის ნება, ისეთი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაც“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები