გიორგი რუხაძე - უკვე ამ 180 დღეზე პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ეკისრებათ

უკვე ამ 180 დღეზე პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ეკისრებათ,  -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ევროკომისიის რეზოლუცია არის გზავნილი,  რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია წარმოუდგენელია.  

"ამ მოთხოვნების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლება  რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის.  ასე რომ არ იყოს, მაშინ ჯერ სტატუსს მოგვცემდნენ და შემდეგ მოთხოვნებს დააყენებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი პირიქით მოხდა.  აქედან გამომდინარე, პროცესებზე პასუხისმგებელი,  რა თქმა უნდა,  მთავრობაა, მაგრამ უკვე ამ 180 დღეზე პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ეკისრებათ.  ევროპიდან არის გზავნილი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია წარმოუდგენელია. ამიტომ მოხდა ის სიტყვა „დეოლიგარქიზაცია“, სხვანაირად სხვა ჩანაწერს გააკეთებდნენ,  ამ ტიპის მმართველობას ევროკავშირთან თავსებადად რომ განიხილავდენ. 

მათ პირდაპირ გვითხრეს, ივანიშვილი რომ სადღაც კოშკში ზის და იქედან მართავს ქვეყანას, ასეთი მმართველობა ევროკავშირთან შეუთავსებელია. ამიტომ შეცვალეთ ეს მმართველობა და შემდეგ დავიწყოთ ლაპარაკი. ეს გზავნილი, მე მგონი, სწორად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები