ალექსანდრე ბარამიძე - როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" განზრახვა აქვს, რომ როგორმე მოსპოს ოპოზიცია

კობახიძე საუბრობს უკრაინული კანონის კოპირებაზე, თუ ასე პირდაპირ აპირებს კოპირებას,  მაშინ ჩვენც მივიღებთ საკმაოდ ბუნდოვან კანონს, დეოლიგარქიზაცია არ გულისხმობს მაინც და მაინც კანონის მიღებას, - ამის შესახებ Front News-ს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით,  უკრაინაში გასულ წელს მიღებულ კანონს იქაც მწვავედ აკრიტიკებდნენ.  

"უკრაინულ კანონს თვითონ უკრაინაშიც საკმაოდ ინტენსიურად და მკაცრად აკრიტიკებდენ.  იმ კანონში ბევრი ისეთი საკითხია, რაც კითხვებს წარმოშობს. მაგალითად, ძალიან მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ის 4 კრიტერიუმი, რომლიდანაც 3-ის დაკმაყოფილების  შემთხვევაში,  ადამიანი შეიძლება  მიჩნეული იყოს ოლიგარქად. 

მეორე საკითხია ის, რომ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, პირი არის თუ არა ოლიგარქი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იღებს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. თუ საბჭომ მიიღო უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, მისი გასაჩივრების პროცედურული გარანტიები ნაკლებად არსებობს. აქედან გამომდინარე, როდესაც კობახიძე საუბრობს უკრაინული კანონის კოპირებაზე, თუ ასე პირდაპირ აპირებს კოპირებას და ალბათ, ასე აპირებს, მაშინ ჩვენც მივიღებთ საკმაოდ ბუნდოვან კანონს", - განაცხადა ბარამიძემ.  

მისივე განმარტებით, ანტიოლიგარქიული კანონი კობახიძისა და "ქართული ოცნების“ ხელში პოლიტიკური ოპონენტებთან საბრძოლველად კიდევ ერთი იარაღი იქნება.

"კობახიძემ დაანონსა კანონის მიღება და და იქვე უკვე ჩამოაყალიბა, ვინ არის საქართველოში ოლიგარქი და ვინ არა. ვინც ქვეყნის მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოლიგარქად მიიჩნევა, ის კაცი, ანუ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძის თქმით, ოლიგარქი არ არის. იქვე განაცხადა, რომ ოლიგარქები არიან სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძეო. გამოდის, რომ ეს ანტიოლიგარქიული კანონი კობახიძისა და "ქართული ოცნების“ ხელში პოლიტიკური ოპონენტებთან საბრძოლველად კიდევ ერთი იარაღი იქნება. როგორც ჩანს, საერთოდ განზრახვა აქვთ,  რომ როგორმე მოსპონ ოპოზიცია, როგორც ასეთი“, - განაცხადა ბარამიძემ. 

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციისათვის საჭიროა ინსტიტუტების გაძლიერება და ფარული გავლენებისაგან გათავისუფლება. 

"დეოლიგარქიზაცია არ გულისხმობს მაინც დამაინც კანონის მიღებას, მითუმეტეს ისეთის, რომლის მიმართაც კითხვები არის. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ გააძლიერო ინსტიტუტები და კონსტიტუციური ორგანოები, უზრუნველყო მათი ნამდვილი დამოუკიდებლობა.  უზრუნველყო ფინანსური და პოლიტიკური, მითუმეტეს კულუარული ზეგავლენებისაგან დამოუკიდებლობა. საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემა არის ივანიშვილთან დაკავშირებული და ეს თუ თავიდანვე გამოირიცხა და ყველაფერი გამოყენებული იქნა,  როგორც ოპოზიციის განადგურების იარაღი, გასაგებია მაშინ, საქმე არ გვექნება იმ პრობლემის გადაჭრასთან, რასაც ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქები არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე. "ისინი არიან ჩართულები პოლიტიკაში, მათ აქვთ გავლენა მედიაზე და მათ აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რაც მითითებულია მაგალითად უკრაინულ კანონში, შესაბამისად ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი საქართველოში, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ქვეშ, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში. რეალობა არის ის, რომ ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არც ერთი ოლიგარქი არაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები