ნიკოლოზ სამხარაძე - ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არვილს აშერადენსს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს  ანდრის პელშს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ევროკავშირის საკითხებში რეინის ბრუსბარდისს შეხვდა.

შეხვედრებისას განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა მოახლოებული ბრიუსელის და ნატო-ს მადრიდის სამიტები და შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხები.

"შეხვედრებზე ლატვიურ მხარეს ვთხოვე, რომ დაიცვან საქართველოს პოზიციები ევროპული საბჭოს სხდომაზე ასევე, მოითხოვონ გარანტიები და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ საქართველოს მხრიდან პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყანას მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხაზი გავუსვი, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გეგმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ლატვიურმა მხარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და  ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. „მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ ურყევი პოზიცია და რომ ეს პოზიცია გამოხატული იქნება როგორც ევროპული საბჭოს სხდომაზე, ასევე ნატო-ს მადრიდის სამიტზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები