რომან გოცირიძე - ღარიბაშვილმა იმდენად გაიფუჭა საქმე დასავლეთთან, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ის გაწიროს

ღარიბაშვილმა იმდენად გაიფუჭა საქმე დასავლეთთან, არ არის გამორიცხული,  რომ ივანიშვილმა ის გაწიროს, - ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოლიგარქიული  მმართველობის დროს წარუმატებელი პრემიერის შეცვლა მხოლოდ ოლიგარქს შეუძლია. 

"ვის შეუძლია ღარიბაშვილის მოხსნა? ქალბატონი ტიკარაძე მოხსნის? ის არის "ოცნების" პოლიტსაბჭოში, კიდევ ვინ არის, არ ვიცი. მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია მისი მოხსნა, ესაა ოლიგარქიული მმართველობის მთავარი ნიშანი. ღარიბაშვილმა იმდენად გაიფუჭა საქმე ევროპის წინაშე, უკრაინასთან, იმდენად მიუღებელი გახდა უკვე დასავლეთთან, არ არის გამორიცხული, რომ  ივანიშვილმა გაწიროს, თუმცა ასეთ ერთგულს და ყველაფერის შემსრულებელს მეორეს სად მოძებნის, ესეც პრობლემაა“, - განაცხადა  დეპუტატმა. 

გოცირიძის თქმით, ქვეყნისთვის ოპტიმალური გამოსავალია ტექნიკური მთავრობის შექმნა, რომელიც ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანს.

"დღეს ყველაზე რეალური გამოსავალი არის,  შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, არაპოლიტიკოსებისგან შემდგარი, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში შეასრულებდა ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას. 6 თვის შემდეგ უკვე გავხდებოდით წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს კი გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, ნიშნავს  მილიონობით თანხის შემოსვლას. კანდიდატი ქვეყნების მხარდასაჭერად 11 პროგრამა მუშაობს და 14 მილიარდიანი ფონდი არსებობს, საიდანაც ხდება სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება, ეს შანსი დაგვაკარგვინა ამ ხელისუფლებამ“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები