ეკა გიგაური - ხელისუფლება შეეცდება, მუხტი დააგდოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი ასეთი გაბრაზებული არ იყოს

ხელისუფლება შეეცდება, მუხტი დააგდოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი ასეთი გაბრაზებული არ იყოს,   -  ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა,  საერთო-სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ“ წევრმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ხელისუფლებას ნდობა დაკარგული აქვს და მას უკვე აღარაფერი დაეჯერება.  

"რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეეცდება, რომ მუხტი დააგდოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი ასეთი გაბრაზებული არ იყოს.  დღეს ვნახეთ ღარიბაშვილის გამოსვლა, უცებ ძალიან კონსტრუქციული გახდა. თურმე მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, იარონ ეთერებში და ასე შემდეგ. ასეთ სატყუარებს გადმოაგდებენ, ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მათ ჰქონდათ 10 წელი.  10 წელი დაკარგეს და ასეთ უბედურებამდე მიგვიყვანეს, რომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, ამიტომ არანაირად არ უნდა დავუჯეროთ, რაც უნდა თქვან, როგორი კონსტრუქციული ნაბიჯიც უნდა გადადგან, ეს არის ყველაფერი სატყუარა. ჩვენ ვნახეთ, მათ შეეძლოთ, გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი და სპეციალურად გააკეთეს, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიგვეღო“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები