ნონა წოწორია - 6 თვე არ არის საკმარისი არცერთი რეფორმის განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ ოლიგარქი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას

6 თვე არ არის საკმარისი არცერთი რეფორმის განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ ოლიგარქი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ  განაცხადა.   

მისი თქმით, სახალხო მოძრაობის სტრატეგია სრულიად რაციონალურია, გარდამავალი მთავრობა უნდა გახდეს გარანტი, რომ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება დაიწყება. 

"ძნელია იმის თქმა, თუ რას იზამს ხელისუფლება, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლების შენარჩუნება სურს, მაგრამ ქართველი ხალხის მონდომებამ, ძალისხმევამ და სიმრავლემ, რომელიც იქნება დემონსტრაციულად ნაჩვენები, მას არ უნდა დაუტოვოს შესაძლებლობა, იმოქმედოს სხვანაირად, გარდა იმისა,  რომ დათმოს ხელისუფლება და მისცეს ქვეყანას ნორმალური განვითარების შესაძლებლობა. 

ამის წამალი არის ქართველი ხალხის შეუპოვარი და თანმიმდევრული ბრძოლა. სრულიად ვეთანხმები იმ კურსს რომელიც სახალხო მოძრაობამ გააჟღერა, ვფიქრობ, ეს არის რაციონალური.  ამ ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომელიმე პირობის შესრულება, რომელიც წამოყენებული გვაქვს ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ საკმაოდ  მცირე დრო გვაქვს, 6 თვე არ არის საკმარისი არცერთი რეფორმის განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ ოლიგარქი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, ეს იქნება გარანტი იმის , რომ ამ 12- პუნქტიანი შეთანხმების ყველა პუნქტი დროთა განმავლობაში შესრულდება. ევროკავშირისთვისაც გასაგებია, რომ სასამართლო რეფორმა ვერ განხორციელდება 6 თვეში, მაგრამ გარდამავალი მთავრობა უნდა იყოს გარანტი იმის, რომ ეს  პროცესი დაიწყება და შეუვალი გახდება.  

ბუნებრივია, ეს უნდა იყოს მომზადება ასევე  პროპორციული არჩევნებისთვის, რომ ლეგიტიმაცია მოხდეს პროცესის“, - განაცხადა ნონა წოწორიამ.

უახლესი ამბები