ერმაკი - რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და საბავშვო ბაღს, რუსები აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

კიევზე რუსების სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი გამოეხმაურა. 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, რაც შეიძლება მალე აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორად და უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

"რუსებმა ისევ დაარტყეს კიევს. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და საბავშვო ბაღს. ისინი აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ომის ყველა წესის დარღვევით. მათ არ აქვთ ღირსება, სინდისი და ვაჟკაცობა. 

აუცილებელია რუსეთის აღიარება ტერორიზმის სპონსორად, რაც შეიძლება მალე. ასევე გვჭირდება თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან. ტერორისტული ქვეყნისგან იარაღი დაგვიცავს და ეს დაეხმარება ჩვენს არმიას რუსების დამარცხებაში ბრძოლის ველზე", - წერს ერმაკი.

კიევში დღეს დილით 4 აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი განადგურდა. არიან დაშავებულები. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ.

უახლესი ამბები