უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 34 850 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 26.06-მდე: ტანკები - 1 532 (+21), ჯავშანტექნიკა - 3 659 (+14), საარტილერიო სისტემები - 764 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 243 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 99 (+0), თვითმფრინავი - 217 (+0), ვერტმფრენები - 184 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 630 (+4), საკრუიზო რაკეტები - 139 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 564 (+4), სპეციალური ტექნიკა - 60 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.