სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.