1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა.

კვირას დღის ბოლოს, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საპროცენტო გადასახდელების საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, რუსეთმა ვერ შეძლო ვალის გადახდა და ავტომატურად ეს დეფოლტად ჩაითვალა.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, ეს დასავლური სანქციების კულმინაციაა, რომლებმაც საზღვარგარეთის კრედიტორებისთვის გადახდის გზები დახურა.

დეფოლტის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ეს ქვეყნისთვის საერთაშორისო ბაზრებიდან ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად გარიყვას ნიშნავს. 

რუსეთმა დეფოლტი ბოლოს 1918 წელს, ბოლშევიკური რევოლუციის დროს გამოაცხადა, როდესაც ლენინმა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები