ლევან დავითაშვილი - ბათუმის ნავსადგურში გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე

ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ფაქტია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს საბაჟო ორგანოებს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

"სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, რომელიც მათ აქვთ. 

საქართველოში სანქციების ან გვერდის ავლის, ან დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მათი მოტივაცია შეგიძლიათ თავად გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთმფლობელს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.

დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. იცით, რომ პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიადვიც და ტვირთმფლობელიც კერძო სუბიექტები არიან. კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, საბაჟოს თანხმობის გარეშე ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში”, - განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები