ხატია დეკანოიძე - არ გვაქვს არცერთი ნორმატიული აქტი, თუ როგორ უნდა აიკრძალოს სანქცირებული პროდუქცია საქართველოში

არ გვაქვს არცერთი ნორმატიული აქტი,  თუ როგორ უნდა აიკრძალოს  სანქცირებული პროდუქცია საქართველოში,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სანქცირებული ტვირთის ბრუნვიდან მიღებული შემოსავლები ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. 

"არ გვაქვს არცერთი ნორმატიული აქტი,  არც ფინანსთა სამინისტროს, არც საბაჟოს,  არც მთავრობის მიერ გამოცემული, თუ როგორ უნდა აიკრძალოს  სანქცირებული პროდუქცია საქართველოში  და მხოლოდ ხელისუფლებაზე და მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რა პროდუქცია არ შეიძლება გავიდეს რუსეთში. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ძალიან მყარი პლატფორმა, სადაც ისინი ცდილობენ, რუსეთთან ჰქონდეთ ის კავშირი, რომელიც მათ კეთილდღეობას მოუტანთ. 

როდესაც შენ დემოკრატიის წინააღმდეგ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ძალაუფლების განმტკიცებისთვის გჭირდება შავი ფული“, - განაცხადა დეკანოიძემ. 

ბათუმის პორტში  სანქცირებული ტვირთის არსებობის ფაქტი დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები