სოზარ სუბარი - ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ

ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა, როცა  მმართველი გუნდის წევრი ხარ,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა  პარტიიდან წასვლის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთი მხრივ,  არსებობს ომში ჩართვის საფრთხე და მეორეს მხრივ,  ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა.

"რთული პერიოდი დგას დღეს რეგიონში ზოგადად და საქართველოს ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომელიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყო ამის პირდაპირი და არაპირდაპირი მცდელობები. ერთადერთი,  რასაც შეუძლია ჩვენს ეს საფრთხე აგვარიდოს თავიდან, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთის მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორეს მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ, ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა, მაგრამ თუ კი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა, როცა  მმართველი გუნდის წევრი ხარ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისი თქმით, რამდენიმე დღეში საზოგადოებას უფრო მკაფიოდ ეტყვიან სათქმელს, რასაც მმართველი გუნდის პოზიციიდან ვერ ამბობდენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები