მამუკა მდინარაძე - მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ერთ-ერთი განხილული თემა პრეზიდენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე გამოყენებული ვეტოს უფლება იყო.

"პირველი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ იყო პრეზიდენტის ვეტო. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი არგუმენტი ვნახეთ, რომ თითქოს ეს კანონი, რომელსაც ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ - განმარტებები არ არის და, მით უმეტეს, არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტების. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები