სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ დაასაქმებდა მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება.  ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები