რომან გოცირიძე - სინამდვილეში, ამ სამეულის ენით იღაღადებს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის "ახალი ალტ-ინფო" პარლამენტში

ეს სამი დეპუტატი იქნება ივანიშვილის უფრო მკაფიო ხმა პარლამენტში. სინამდვილეში,  ამ სამეულის ენით იღაღადებს ბიძინა. ეს არის "ახალი ალტ-ინფო" პარლამენტში, - ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის შესახებ საუბრისას განუცხადა. 

მისი თქმით, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ღარიბაშვილზე უფრო რადიკალები იქნებიან. "ერთი, რასაც ისინი თავად ამბობენ, რომ უნდათ იყვნენ უფრო რადიკალები, ვიდრე "ქართული ოცნებაა". ვინაიდან მმართველი პარტიაა, თითქოს პოლიტკორექტურობამ შეუშალათ რამეში ხელი. არ დაუტოვებიათ დასავლელი პოლიტიკოსები, ვინც არ გალანძღეს, ევროპარლამენტარებით დაწყებული შვედეთის  ყოფილი პრემიერ-მინისტრით დამთავრებული.  

ვერ ახადა ღარიბაშვილმა ფარდა, პრემიერ-მინისტრია მაინც და ესენი იქნებიან "ფარდის ამხდელები" პარლამენტში, ანუ ღარიბაშვილზე უფრო რადიკალები. ანუ, თუ ისინი ყვავები არიან, ესენი იქნებიან ქორები ან სვავები. იქნება გაძლიერებული ანტიევროპული, ანტიუკრაინული რიტორიკა, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთის წიქვილზე დაასხამს წყალს. იქნება გაძლიერებული ოპოციზიის მიმართ სიძულვილის ენა“, - განაცხადა გოცირიძემ. 

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან, ვინც დაუპირისპირდენ პროპორციულ არჩევნებს და ახლა დაუპირისპირდებიან ევროკომისიის რეკომენდაციების მიღებას.  

"ეს სამი დეპუტატი იქნება ივანიშვილის უფრო მკაფიო ხმა პარლამენტში. სინამდვილეში, ამ სამეულის ენით იღაღადებს ბიძინა. ეს არის ახალი "ალტ-ინფო" პარლამენტში. ამ ამბის მეორე ნაწილია ის, რომ უკვე დარჩა მხოლოდ 81 კაცი უმრავლესობაში, საკმარისია 5 ადამიანი გავიდეს და უმრავლესობა ეშლებათ. 

ეს ჯგუფი გამოყოფილია იმისთვის,  რომ არ შესრულდეს ევროკავშირის ვალდებულებები. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც არის პირველი მოსმენით მიღებული და შარლ მიშელის შეთანხმების პირველი ნაწილია“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები