"დროა" - 65 ქვეყნის 84 პარტია მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ სანქციები ოლიგარქს

"დროა" მსოფლიო დემოკრატიული კავშირის (IDU) რეზოლუციას ეხმაურება.

"65 ქვეყნის 84 პარტია მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს. 

ბიძინა ივანიშვლის, მისი პროკურორების, მოსამართლეებისა და  ბიზნესმენების სანქცირების შესახებ კამპანია, რომელსაც პარტია „დროა“ ბოლო თვეების განმავლობაში აწარმოებდა კვლავაც გაგრძელდება იმისთვს, რომ სანქციები შეეხოს ოლიგარქს, მის ქვეშევრდომებს და არა საქართველოს. 
მსოფლიო დემოკრატიული კავშირი IDU, რომელიც არის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ალიანსი, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

- დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.

- პატივი სცეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და  დაიწყოს ევროკომისიის გაწერილი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები