ნატო-მ რუსეთი საფრთხედ ოფიციალურად გამოაცხადა

ნატოს ქვეყნებმა რუსეთი ალიანსის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ დაასახელეს. ამის შესახებ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი გაფორმებულია 2030 წლამდე.

”რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უშუალო საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში”, - ნათქვამია სტრატეგიაში.

წინა ვერსიაში, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა, რუსეთს ეწოდებოდა პარტნიორი, მაგრამ ამჯერად ეს ფორმულირება გაუქმდა. 

აღნიშნულია, რომ ნატო უპასუხებს რუსეთის მტრულ ქმედებებს, გააძლიერებს ყველა მოკავშირის თავდაცვას.

ამავდროულად, სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი ეჭვქვეშ აყენებს ბლოკის ინტერესებს, უსაფრთხოებას და ღირებულებებს და ცდილობს ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

მსგავსი სიახლეები