ნატო - ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ნატო-ს მადრიდის სამიტის ბოლოს მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები.

დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

"ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ზომების გადაწყვეტილება ჩვენი პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამასთან, სამიტის მონაწილეებმა მიიღეს ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“.

"იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, ჩვენს უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით გაძლიერდეს მათი მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს და გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორობას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. 

ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – აღნიშნულია ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები