უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 600 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.06-მდე: ტანკები - 1 573 (+1), ჯავშანტექნიკა - 3 726 (+6), საარტილერიო სისტემები - 790 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 246 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 104 (+1), თვითმფრინავი - 217 (+0), ვერტმფრენები - 185 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 641 (+1), საკრუიზო რაკეტები - 143 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 602 (+4), სპეციალური ტექნიკა - 61 (+0). როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.