პაატა მანჯგალაძე - მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა

მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა,  - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საუბარია პოლარიზაციის დასრულებაზე, ხელისუფლების წაქეზებით ოპონენტების მიმართ ძალადობის პროვოცირება ხდება. 

"მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა. პირველი პრემიერ-მინისტრობის დროსაც ის ასე ექცეოდა ოპონენტებს. დაბრუნდა თუ არა პოსტზე, დააბრუნა ეს ხელწერა, თითქოს გაბრაზებული ხალხი უპირისპირდება ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. სინამდვილეში ესენი არიან საჯარო მოხელეები, "ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომელიც დავალებით არის ქუჩაში  გამოსული. 

ამ ხალხს იყენებს ხელისუფლება მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საუბარია პოლარიზაციის დასრულებაზე, ოპონენტებს ქუჩებში დასდევენ ქვებითა და ძალმომრეობით. ეს არის "ქართული ოცნების" სახე და ბიძინა ივანიშვილის პასუხი და დამოკიდებულება ჩვენს მიმართ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.  

თბილისსა და რეგიონებში პოლიტიკური პარტიებისა და სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოქალაქეებს ევროინტეგრაციის სიკეთესა და 3 ივლისის აქციაზე დასწრების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, თავს ესხმიან "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქტივისტები და სიტყვიერად უპირისპირდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. რამდენიმე აქციაზე ქართულ ოცნებასთან ერთად ძალადობრივი ორგანიზაციის "ალტ-ინფოს“ წევრებიც გამოჩნდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები