ზვიად ქორიძე - ეს არის ყველაზე ანტიევროპული რამ, მოახდინო ადამიანებზე ზეწოლა, რომ მათ საკუთარი ნება თავისუფლად არ გამოხატონ

ეს არის ყველაზე ანტიევროპული რამ,  მოახდინო ადამიანებზე ზეწოლა, რომ მათ საკუთარი ნება თავისუფლად არ გამოხატონ, - ამის შესახებ  მოძრაობის "შინ ევროპაში“ წევრმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა, სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს, თუმცა დაპირისპირება მხოლოდ ზუგდიდში იყო, სოფლებში კი შეხვედრებმა მშვიდობიანად ჩაიარა. 

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფუნდამენტური უფლების შეზღუფდვა არ გაუვა. 

"სოლიდარობას ვუცხადები  ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც დღეს  ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. ეს არის ყველაზე ანტიევროპული რამ,  მოახდინო ადამიანებზე ზეწოლა, რომ მათ საკუთარი ნება თავისუფლად არ გამოხატონ.

ადამიანებს  შეუზღუდო გამოხატვის თავისუფლება, აზროვნების თავისუფლება, შეუზღუდო  ერთმანეთან კომუნიკაცია. ეს რა თქმა უნდა,  არ იმუშავებს, რადგან ეს არის ფუნდამენტალური უფლება,  ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გააჩნია ადამიანს.

არცერთი მოქალაქე, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, არ შეეგუება იმას, რომ ვიღაცამ ადმინისტრაციულად გადაწყვიტოს და უთხრას, რომ ხმის ამოღების უფლება არ აქვს. 

დღეს მთელი დღე დავდივართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჩვენი მეგობრები არიან  ბათუმში, თელავში, ქუთაისში,  ვხვდებით მოქალაქეებს სხვადასხვა ადგილას,  ზუგდიდში იყო დაპირისპირების შემთხვევა, მაგრამ აქ სადაც ახლა ვარ, სოფელ ინგირში,  მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

მოქალაქეები ღიად საუბრობენ, რომ მათ უნდათ  ევროკავშირში შესვლა,  რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდეთ თანამდეროვე სახელმწიფო და თანამედროვე საზოგადოება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები