ქეთევან წამებულის გამზირზე, "შერატონ მეტეხი პალასის" მოპირდაპირე მხარეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები არიან შეკრებილი.
მათ თან აქვთ ბანერები ქართულ და ინგლისურ ენებზე - "რა უფლებით ერევით ჩვენ შინაურ საქმეებში?!", "დაასიგნალე", ასევე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ფოტო წარწერით "სირცხვილი შენ".
გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა 6 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს, სადაც მიიტანეს ბანერები ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი წარწერებით, მას შემდეგ კი, რაც ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს, ისინი პოლიციამ დააკავა და მეორე დღეს გაათავისუფლა.