ვატო წერეთელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომპანია "პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მისი თქმით, მას თავს დაესხნენ ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა და სხვა დეპუტატები. 

ტელეკომპანიის დამფუძნებელი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებას მოითხოვს. 

"ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია,  მგალობლიშვილი. ეს ყველაფერი ალბათ, 15 წამში მოხდა, მე თვითონ შოკში ვარ. ვიდექი ჩემთვის, რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობდით, ამ დროს მომვარდნენ, იყო გარჩევა, ხელის დარტყმა და ფიზიკური ანგარიშსწორება. ოხანაშვილმა სახეში ხელი გამარტყა. მივმართავ აშშ-ის ელჩს, გაასაჯაროვონ კადრები", - განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები