მთაწმინდის ტერიტორიაზე მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 17 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, 17-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ძალადობრივმა ჯგუფებმა დღეს ევროკავშირის დროშა დაწვეს და წარმომადგენლობის ოფისს კვერცხი ესროლეს.
2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა, მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.