"მინდა დავივიწყო ეს ყველაფერი სიზმარივით“, - "აზოვსტალის" მცველი იხსენებს, როგორ ექცევიან ოკუპანტები ტყვეებს

უკრაინელი მესაზღვრე პაველ პიკოვეცი, რომელიც "აზოვსტალიდან“ ტყვედ აიყვანეს, იხსენებს როგორ ექცეოდნენ ოკუპანტები პატიმრებს.

გმირთან მოკლე ინტერვიუ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გამოაქვეყნა.

პაველ პიკოვეცი 15 აპრილს დაჭრეს. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში მარიუპოლის ქარხნის თავშესაფარში, საიდანაც 17 მაისს "აზოვსტალის“ მცველებთან ერთად გაიყვანეს. 

"მინდა დავივიწყო ეს ყველაფერი სიზმარივით. არ ვიტყვი, რომ იქ რაიმე წამება გვქონდა. ჩვენ, აზოვსტალელებს, რაღაცნაირად სხვანაირად გვექცეოდნენ. ეს ან პატივისცემა... ან რაღაც - რაღაც სხვა... ან ეშინოდათ - არ ვიცი, მაგრამ ისე გვიყურებდნენ, თითქოს მეომრები ვიყავით“, - აცხადებს მესაზღვრე.

მისივე თქმით, დაბრუნების იმედს არასოდეს დაუკარგავს.

"ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი ჩემი მეუღლისთვის, ჩემი ქალიშვილისთვის“, - აღნიშნავს მესაზღვრე. 

29 ივნისს პატიმრების ყველაზე დიდი გაცვლის ფარგლებში სახლში 144 დამცველი, მათ შორის „აზოველები“ დაბრუნდნენ. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლის არის, ყველაზე ახალგაზრდა - 19-ის.

ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველის მეუღლე ნატალია ზარიცკაია აცხადებს, რომ სახლში დაბრუნებულ ჯარისკაცებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ (ხელის ამპუტაცია, მხედველობის ნაკლებობა, ჭრილობები ორივე ფეხზე, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის არეში, მძიმე დამწვრობა და ა.შ.).

მსგავსი სიახლეები