ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური  პარკი,  გზები,  ასევე ქალაქის რკალზე განლაგებული შენობების ნაწილი.     

ვაზნარის  ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი  სახლების პირველი სართულები  და საკარმიდამო ნაკვეთები. უხვმა  ნალექმა ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა ასევე 9 აპრილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.

ადგილზე  მობილიზებულია  შესაბამისი  ტექნიკა, ასევე  მერიის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების’’  თანამშრომლები.  იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.  დაზარალებულ მოსახლეობას  ხვდება მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები