გიორგი ვაშაძე - მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენი რწმენის გატეხა უნდათ და არცერთ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ

დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე, მათი დაშინება, ძალადობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ საჯარო მოხელეებს დღევანდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, ასევე მიმართა, რომ ზეწოლის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პირადად მას.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, მაგრამ დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე, მათი დაშინება, ძალადობა. მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი ძალისაც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ თქვენ გაგტეხონ, მაგრამ მე გაძლევთ ერთ პირდაპირ გარანტიას, რომ ჩვენ თქვენ გვერდით დავდგებით. თქვენი რწმენის გატეხა უნდათ და არცერთ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ მათ. მოდით აქციაზე, ღირსეულად, ისე, როგორც თქვენს პატრიოტულ სულს შეეფერება. 

იცოდეთ, ევროპისკენ სვლა ნიშნავს სწორედ თქვენთან ერთად, უზარმაზარი, ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას, რომლის თანამონაწილე იქნებით თქვენ. მე ძალიან კარგად ვიცი, თქვენ რამხელა საქმის კეთება შეგიძლიათ ქვეყანაში. 

ყველას, ვისაც რაიმე ტიპის შეზღუდვა ან შევიწროება გექნებათ, დამიკავშირდით პირადად მე, თქვენს გვერდით დავდგები. სადაც არ უნდა იყოთ, მყისიერად გავჩნდებით იქ. ვერავინ ვერასდროს თქვენს უფლებებს ვერ შებღალავს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები