საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, წლიური ინფლაციის დონემ კი 12.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე აისახა 0.1 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურების (5.5 პროცენტი) და საზოგადოებრივი კვების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.2 პროცენტი); 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია ალკოჰოლური სასმელების (1.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე; 

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-0.8 პროცენტი).