ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდები გვქონდა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება.

"მაისის თვეში დაფიქსირდა 11,6%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა არის 11,2%, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებითაც კი, რომელიც გვქონდა გაცხადებული. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობას, როდესაც წარდგენილი გვქონდა ბიუჯეტი, ნავარაუდები გვაქვს მიმდინარე წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში. კერძოდ, რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე და ბუნებრივია, ამან გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა პირველი 5 თვის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნავარაუდები გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა, მოგვიანებით გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს უკვე მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. სავარაუდოდ, ეს იქნება სექტემბრის თვე. 

ბუნებრივია, ჩვენ მანამდე ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს სექტორულად და სხვადასხვა მიმართულებით, ვეცნობით ასევე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზებსაც იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ჩვენ გვექნება შესაბამისი პროგნოზები მიმდინარე წელთან მიმართებაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები