გოგა ხაინდრავა - ვისთვისაც ის არის უფრო მნიშვნელოვანი, იქ წავიდნენ, ჩვენ აქ დავრჩებით

ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეზე მელაპარაკებოდე და მეორე მხრივ, პრაიდის დროშებს აქნევდე, ეს ერთმანეთთან არ ჯდება, რადგან ილიამ, ბრძენმა კაცმა ბრძანა: „ენა, მამული და სარწმუნოება“, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

"მადლობა ღმერთს, ქართულ საზოგადოებას გონი არ დაუკარგავს. ეს არის რწმენის დამსახურება, რომელზეც საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და იდგება. ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეზე მელაპარაკებოდე და მეორე მხრივ - პრაიდის დროშებს აქნევდე, ეს ერთმანეთთან არ ჯდება, რადგან ილიამ, ბრძენმა კაცმა ბრძანა: „ენა, მამული და სარწმუნოება“. რომ გადახედოთ, 2000 წლის განმავლობაში, ვინ შემორჩა დღევანდელ მსოფლიოს, ესენი არიან მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთაც სარწმუნოება ბოლომდე გაიტანეს. თუ ვინმემ ეს სარწმუნოება გაიტანა და საკუთარი სინდისისა და ცხოვრების ბაირაღად აქცია, ეს არის საქართველო. იმიტომ არის, რომ აღარც ბიზანტია, აღარც რომი, აღარც ელინისტური სამყარო აღარ არსებობს და საქართველო იქ არის, სადაც იყო. მეტსაც გეტყვით, ასეთი ღირსეული და თავმოყვარე ქვეყანა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში არ არის. ვერცერთმა ვერ გაბედა იმის თქვა, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი, ჩემი სამართლიანი დამოკიდებულება იმ ამბებისადმი, რომლებიც მსოფლიოში ხდება, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მისაღები ოთახი. ვისთვისაც ის არის უფრო მნიშვნელოვანი, იქ წავიდნენ, ჩვენ აქ დავრჩებით, საპატრიარქო და დედაეკლესია იქნება ჩვენი დასაყრდენი და ქრისტეს რწმენით, მივალთ იქ, სადაც ის გველოდება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები