"ზმეინზე" სამხედრო ოპერაცია დასრულებულია - კუნძულზე უკრაინის დროშა აღმართეს

"ზმეინზე" სამხედრო ოპერაცია დასრულდა, კუნძულის ტერიტორიაზე უკრაინის დროშაა აღმართული, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

"ვფიქრობ, დავიწყებ იმ სიახლეებით, რომელსაც ყველა ელოდება, ამიტომ უნდა განვაცხადო, რომ უკრაინის დროშა "ზმეინზეა“. სამხედრო ოპერაცია დასრულდა და ტერიტორია უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა", - აღნიშნა მან.

30 ივნისს კუნძული რუსი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლდა. ოპერაცია კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.

კუნძულის დაკარგვით რუსეთმა ასევე დაკარგა კონტროლი შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. რუსმა ოკუპანტებმა „ზმეინზე“ შეტევა 24 თებერვლის საღამოს დაიწყო. კრეისერი „მოსკოვი“ კუნძულს მიუახლოვდა და მისი დამცველებისგან დანებება მოითხოვა, რასაც პასუხად ის ცნობილი ფრაზა მოჰყვა, რომელიც უკრაინელების გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.  ამის შემდეგ კრეისერიდან დაბომბვა დაიწყო. შედეგად, კუნძულზე მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, კავშირი კუნძულთან გაქრა, მაგრამ უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა შეძლეს კიდევ ორი თავდასხმის მოგერიება. რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ რუსმა დამპყრობლებმა კუნძული მაინც აიღეს. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია კუნძულიდან ყველა უკრაინელი მესაზღვრისა და საზღვაო ქვეითების დაღუპვის შესახებ. სულ 80-ზე მეტი ადამიანი იყო. მალე ცნობილი გახდა, რომ ისინი ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 24 მარტს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, კუნძულის დამცველთა ნაწილი და მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ, მათ შორის ცნობილი ფრაზის ავტორი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა.