უკრაინის სასამართლომ კომუნისტური პარტიის საქმიანობა საბოლოოდ აკრძალა

მერვე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა აკრძალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ. პარტიის, ასევე მისი ყველა სტრუქტურული ორგანიზაციის ქონება, ფული და სხვა აქტივები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში კიევის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აკრძალა. აკრძალვა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წევრი „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერორისტულ ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

პარტიამ აკრძალვის გასაჩივრება სცადა, მაგრამ უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა. 2022 წლის მაისში მეექვსე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ დაასრულა უკრაინის კომუნისტური პარტიის საჩივრის განხილვა და ის არ დააკმაყოფილა.

მერვე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნით ადრე უკრაინაში პრორუსული პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები