"ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, "ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, "ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები "ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

მსგავსი სიახლეები