ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა

ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ტოვებს  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.

"ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა „კონსერვატიულ პარტიას“ მისცა.

მან ასევე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ დაწყებული პროექტების დასრულება ვერ მოახერხა.

ამასთან, ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ მომავალ ლიდერს მხარდაჭერა აღუთქვა.

ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებაზე განცხადებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომელთა პროტესტი სექსუალურ სკანდალს კი უკავშირდება.

საქმე ეხება „კონსერვატიული პარტიის" საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.