გია ხუხაშვილი - ბიძინამ უნდა იცოდეს, რომ თუ მას სანქციები დაუწესდა, ყველაზე მეტად დამნაშავე იქნება ორი ირაკლი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის სანქცირების საშიშროების წინაშე დგეს, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

"ხელისუფლება ახლა ახდენს ამ 12 პუნქტიანი პირობის შესრულების საბოტირებას. გარკვევით გითხრეს, შეასრულე პირობები და მიიღებ ამას და აქედან ეუბნება კობახიძე, რომლისადმი ნდობა არის პლინტუსქვემოთ, რომ ჯერ თქვენ მოგვეცით სტატუსიო და მერე ჩვენ რაღაცას ვიზამთო. წარმოუდგენელი უტიფრობაა.

მე ვფიქრობ, რომ კობახიძეზე დიდი მტერი დღეს ბიძინას არავინ არ ჰყავს, ბიძინამ უნდა იცოდეს, რომ თუ მას სანქციები დაუწესდა, ყველაზე მეტად დამნაშავე იქნება ამაში ორი ირაკლი. ყველაფერი გააკეთეს, სლალომით იარეს, რომ როგორმე ბიძინას დაუწესდეს სანქციები. უნდა იცოდეს თვისი გმირები. ეს ხალხია პირველ რიგში პასუხისმგებელი.

კარგად გაერკვეს ბიძინა ვისზე მუშაობენ ეს ირაკლები. მას რომ ჰგონია მისი ერთგულები არიან, ცოტა სხვანაირად ხო არაა, ბიძინას ხო არ წეწავს შემთხვევით სხვა ოლიგარქი ამ ბიჭების ხელით და ამისთვის ხომ არ ამზადებს, ისევე როგორც თავის დროზე, ბადრის გაწეწვა იქნება მომზადებული ვიღაც ვიღაცეების მხრიდან", - განაცხადა ხუხაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები