რატი იონათამიშვილი - პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს "ნაციონალურ მოძრაობაში", ამის მაგალითია, ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც ის პარტიის სხვა წევრებმა გამოაბუნძულეს შეხვედრიდან

"ჩვენ უკვე ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა დასრულდეს პოლარიზაცია და დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ზუსტად ამისი დასტური იყო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური აქტიორები ამ პროცესში ჩაერთნენ. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიახ, ქართული ოცნება დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, პოლარიზაცია, შეიძლება რა დასრულდეს, ნაციონალურ მოძრაობაში,’’ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ამის ნათელი მაგალითი დღეს, ლევან ბეჟაშვილთან მომხდარი ინციდენტია, როდესაც ის მივიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის შეხვედრიდან გამოიყვანეს. 

"დღეს ჩვენ დავინახეთ ნათელი მაგალითი, თუ როგორი მძიმე დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს უშუალოდ შიგნით, ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებით კაზუსი, თუ ინციდენტი სწორედ ამისი მაგალითია, როდესაც ის ზუსტად მაშინ შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა შეხვედრა. როგორც ჩანს, სატელეფონო ზარით, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის გამოაბუნძულეს ამ შეხვედრიდან და შემდეგ, კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო განცხადებები აკეთებინეს. მათ შორის, თქვენს ეთერში. ცხადია, ბეჟაშვილი, მხოლოდ თავისი ინიციატივით არ შედიოდა შეხვედრაზე. ის შედიოდა ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წარმომადგენლების საერთო ინიციატივით, რომელსაც შიგნით არ იზიარებს უმრავლესობა. ანუ, ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად რადიკალური განწყობებით არიან ცნობილები. ასე რომ, პოლარიზაცია ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება გაგრძელდეს და ეს გამოიწვევს შემდეგს - პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩება და ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო დაბალი რეიტინგებით წარსდგება საზოგადოების წინაშე,’’ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები