მეუფე იაკობი - არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა

კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან საბას დროსაც რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპასთან წესიერად ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ და არ შეიძლება თავი დავუხაროთ.

"შიდა ომი იყო საქართველოში, ძმათა ომი იყო, მერე იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ომი და რატომღაც ივიწყებენ, რომ ისიც რუსეთთან ომი იყო, მერე იყო 2008 წელი, იქაც მიგვატოვეს.

უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მადლობა ღმერთს, მოლდოვას რუმინეთი დაუდგა და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ ხალხმა ნახა, რომ შეხედა, რომ სკამისთვის ბრძოლა იყო და ევროპას არავინ ართმევს. 

თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება. ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ისე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი, მაგრამ კანონს ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება არ გქონდა და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთობა არ გვქონდა. 

არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან საბას დროსაც რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები