მეუფე იაკობი - ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, რომ შემოვალ, ხომ უფრო ცუდად მომექცევი

საქართველოს პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ? ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. არ შეიძლება სხვებზე ყურება, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

"მინდა კარგად იცოდეთ, სანამ ევროპარლამენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, მე მანამდე ქადაგებაში ვთქვი, რომ უკრაინას და მოლდოვას მიიღებდნენ და ორივეს ვულოცავდი. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, მოლდოვაზე ზღაპრებს გვიყვებიან, რომ არ ყოფილიყო რუმინეთი, რომელიც უკრაინას ხმას არ მისცემდა, მოლდოვას არ მიიღებდნენ. ევროპაში ერთი ერი არ აღმოჩნდა, ასე დაეჭირა მხარი. თუმცა აღმოჩნდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, საქართველოზე რომ საწინააღმდეგოს ამბობდნენ.

ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირადად ვიცნობ, შეხვედრები მქონია. საქართველოზე ვთქვი ის, რაც მერე ღმერთმა მაკრონს ათქმევინა, რომ თურმე, საზღვარიც არ გვაქვს ევროპასთან.

საქართველოს პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ? ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. არ შეიძლება სხვებზე ყურება. აბა, ისრაელს შევხედოთ. მართლაც დიდი ერია და ღვთის ერია! საქართველოსაც სჭირდება, რომ გახდეს სახელმწიფო. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ანუ ძლიერი ჯარი და უსაფრთხოება უნდა გქონდეს და თითოეულ პიროვნებას განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, მას კანონი უნდა იცავდეს, კანონი კანონობდეს. ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები? ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ?! თუ უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ რა გვჭირდება.

ქართველებს ერთადერთი რაც გვჭირდება, ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი უნდა დავთმოთ. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, ვისაც არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს.

ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, რომ შემოვალ, ხომ უფრო ცუდად მომექცევი. ჩემი ქვეყნის სახელით რომ გელაპარაკები, მიმიღე ისე, როგორც თანასწორი, თანასწორს. ჩვენ ვისზე ნაკლები ვართ?!", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები