ნინო ლომჯარია - უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია

უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ნაბიჯები იქნება გადადგმული.

"არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება, მე ვარ კონსტიტუციური ორგანო და ჩემი კომპეტენცია, ჩემი ოფისის კომპეტენცია სადაც საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები