თორნიკე შარაშენიძე - 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა

თუ "ქართული ოცნება" წავა, მას ისევ "ნაციონალური მოძრაობა" შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა, თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა -  ასე უპასუხა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრას’’ შეკითხვას თუ რატომ ვერ მოხერხდა  პროტესტით მცირე ცვლილებების მიღწევა მაინც? ხომ არ არის ეს არასწორად ჩამოყალიბებული მოთხოვნების ბრალი, რამაც მცდარი მოლოდინი გააჩინა?

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, აქციების დროს ყველაზე დიდი პრობლემა იყო სწორად მოთხოვნების დაყენება და ზოგიერთი გამომსვლელის გამო, 3 ივნისის აქცია კომედიად იქცა. 

"სწორედ მოთხოვნები იყო ყველაზე დიდი პრობლემა... როდესაც აყენებ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოთხოვნებს, ცხადია, ამაზე უარს გეტყვიან, ამიტომ უნდა იცოდე, შემდეგ რას აპირებ... როცა ულტიმატუმს უყენებ და გადადგომას სთხოვ მთავრობას, ისიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი, თუ არ გადადგა, მერე რას იზამ? 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა... მიტინგის ორგანიზატორებისაც მესმის - ისინი ორ ცეცხლს შუა იყვნენ. ერთი მხრივ, ცდილობდნენ, მიტინგზე არ ყოფილიყო "ნაცმოძრაობის" "სული," რადგან ფიქრობდნენ, რომ ამის გამო იქაურობას ბევრი ხალხი დატოვებდა (გვახსოვს, ჩააგდეს კიდეც ტრიბუნიდან რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მიშას პორტრეტი ეჭირათ), მაგრამ მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ პროტესტანტებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია "მიშისტი" და რამდენ ხანს არ მისცემ მათ მიშაზე ლაპარაკის უფლებას? აი, ამ პრობლემამაც იჩინა თავი... სააკაშვილი არის თემა, რომლითაც "ქართული ოცნება" უკვე 10 წელია, სპეკულირებს და სარგებლობს. ოპოზიციის პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კარგად ხვდებიან: თუ "ქართული ოცნება" წავა, მას ისევ "ნაციონალური მოძრაობა" შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა, თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა. ეს არის ძალიან კარგი განლაგება "ქართული ოცნებისთვის", რათა კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არც მე და, მგონია, არც არავინ იცის’’, - აცხადებს შარაშენიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები